პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 181-ჯერ

2019 წლის 18 სექტემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: მედია და არჩევნები.

2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მედიის როლი კვლავაც განსაკუთრებული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ის საზოგადოების ინფორმირების ტრადიციულ წყაროს წარმოადგენს. 

შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა სულხან სალაძემ – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ.

მომხსენებელმა მიმოიხილა შემდეგი საკითხები:

• მედია გარემოს ცვლილების დინამიკა ბოლო წლებში;

• 2020 წლის საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ანტირეკლამასთან დაკავშირებით;

• რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ინფორმაციის თავსუფლებაზე და გავრცელებაზე; იქნება თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა;

• მედია პოლარიზების პირობებში სად დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი და როგორი რეალობა გვაქვს ამ მხრივ;

შეხვედრის  ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ  იხილოთ მითითებულ  ბმულზე,  ბეჭდვურ ვერსიას  გაეცნობით ვებ-გვერდზე batumelebi.netgazeti.ge/

ფოტო მასალა შეგიძლიათ  იხილოთ აქ 

დისკუსიათა ციკლი იმართება „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.