ტრენინგი ნარჩენების ეფექტიან მართვაზე №1

posted in: სიახლე | 0

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა”,  აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში,  ტრენინგების ციკლი დაიწყო. 6 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა პირველი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და გარემოს დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.

ტრენინგი დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სავარჯიშოებით.

შეხვედრები  შუახევის მუნიციპალიტეტში, მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თითოეულ ტრენინგს პროექტის მენეჯერი – ელზა ლემსაძე და კოორდინატორი – ია ბაკურიძე გაუძღვებიან.

დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ აქ 

🔵 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.