ტრენინგი შუახევის ახალგაზრდულ ცენტრში

posted in: სიახლე | 0

7-8 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩატარდა ტრენინგი ნარჩენების ეფექტიანი მართვისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე. შეხვედრას, პროექტის კოორდინატორი – ია ბაკურიძე უძღვებოდა.

ტრენინგის პირველ დღეს, მომხსენებელმა ისაუბრა, საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე, ნარჩენების არაეფექტური მართვით გამოწვეულ ზიანზე.

მონაწილეები 5 სხვადასხვა გუნდში გადანაწილდნენ. შედეგად შექმნეს ეკო-ქალაქის და ნარჩენების მართვის ეფექტიანი გეგმა. სამუშაო პროცესის ბოლოს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

ტრენინგის მეორე დღეს, ვისაუბრეთ სამოქალაქო აქტივიზმსა და ქვეყნის მნიშვნელოვან სამოქალაქო მოძრაობებზე.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, მონაწილეებმა სხვადასხვა პრაქტიკული დავალება შეასრულეს.

ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის  faceebook გვერდზე 

� პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.