ტრენინგი ხულოს ახალგაზრდობის ცენტრში

posted in: სიახლე | 0

11 ნოემბერს, ჩვენი ორგანიზაციის გუნდმა, ხულოს ახალგაზრდობის ცენტრის წევრებისთვის, ტრენინგი ჩაატარა. შუახევის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და გარემოს დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებები, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს გავაცანით.

ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რათა მონაწილეებს მიღებული თეორიული მასალა უკეთ გაეანალიზებიათ.

🔹 შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის დროსაც,  ვისაუბრეთ ნარჩენების ეფექტურად მართვის, სამოქალაქო აქტივიზმისა და საინფორმაციო კამპანიის განხორციელების შესახებ.

შეხვედრებს პროექტის მენეჯერი და კოორდინატორი უძღვებოდნენ.

ფოტო-მასალა იხილეთ ორგანიზაციის  სოციალურ ქსელში 

👉 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.