დისკუსია №2 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” აგრძელებს სტუდენტურ დისკუსიათა ციკლს.

დისკუსია თემაზე – “ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა”,  28 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახოს საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრას ორგანიზაციის მოხალისე – ზეინაბ შავაძე უძღვებოდა.

📌 მონაწილეობას ამავე სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

განვიხილეთ მიზანმიმართული პროპაგანდის მაგალითები. მონაწილეებს გავაცანით კვლევა.

ვიმსჯელეთ, რამდენად ხშირად ხდება თითოეული ჩვენგანი ინტერნეტში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი და ვისაუბრეთ  ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებზე.

შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. 👉 დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ აქ

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“,  ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.