დისკუსია №3 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

11 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაოში მცხოვრებ მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ვესაუბრეთ.

 შეხვედრაზე განვიხილეთ მიზანმიმართული პროპაგანდის მაგალითები. მონაწილეებს გავაცანით აღნიშნულ თემაზე  ჩატარებული კვლევა.  ვიმსჯელეთ, რამდენად ხშირად ხდება თითოეული ჩვენგანი ინტერნეტში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი. მონაწილეებს ასევე გავაცანით ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზები.
👉 პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით