დისკუსია №4 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

posted in: სიახლე | 0

13 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ  ძმაგულაში  ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ შეხვედრა გაიმართა.  მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ მიზანმიმართული პროპაგანდის მაგალითები.  შეხვედრაზე  მნიშვნელოვანი ყურადღება გავამახვილეთ მედიის  განვითარების  ფონდის კვლევაზე, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს, ყალბ ინფორმაციას და მათ წყაროებს აანალიზებს.  განვიხილეთ   პროპაგანდის  სტრატეგიები და მეთოდები, რამდენად ხშირად ხდება თითოეული ჩვენგანი ინტერნეტში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი.

შეხვედრის ბოლოს  მონაწილეებთან  ერთად  განვიცილეთ ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გზები.

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.