დისკუსია №5 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

14 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქედლებში დისკუსია  გაიმართა.   საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ  მიზანმიმართული პროპაგანდის მაგალითებზე.  მივაწოდეთ ინფორმაცია  მედიის  განვითარების  ფონდის მიერ  ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს, ყალბ ინფორმაციას და მათ წყაროებს აანალიზებს.

მონაწილეებისთვის გავაცანით ის  გზები და საშუალებები,  რომელთა გამოყენება ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ყველაზე  ეფექტურია.

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.