დისკუსია №6,7,8 – ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა

ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის თემაზე მიმდინარე დისკუსიის ციკლის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში სამი შეხვედრა გაიმართა.ჩვენი ორგანიზაციის გუნდი, შუახევის მუნიციპალიტეტის 3  სოფელს  ეწვია.  ხაბელაშვილების, ჩანჩხალოსა და  ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ანტიდასავლური პროპაგანდის უარყოფითი გავლენებისა და სიძულვილის ენის შესახებ ვესაუბრეთ.  მონაწილეებმა გაიხსენეს ქვეყანაში განვითარებული უახლესი მოვლენები, რომლებიც დეზინფორმაციასა და ანტიდასავლური განწყობის გავრცელებას უწყობს ხელს.

როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ, შესაბამისად ხშირად აწყდებიან ინტერნეტში გავრცელებულ სხვადასხვა მცდარ ინფორმაციას.

შეხვედრის დამატებითი  ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ ქვევით მითითებულ  ბმულებზე:

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით