საპროტესტო აქცია ბათუმში

14 ნოემბერს, ბათუმში,  ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და  საპროტესტო  აქცია  გამართეს. 

პროტესტი,  საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებულ  კანონპროექტს ეხება, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

ვიდეო მომზადებულია პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.  ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.