პროპორციული საარჩევნო სისტემა

posted in: მულტიმედია | 0

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნამ ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია საყოველთაო გამოსვლები. ბათუმში აქციები 14 ნოემბრიდან  ყოველდღიურად  იმართება.

მოქალაქეები აპროტესტებდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული პირობის შეუსრულებლობას –  20 ივნისის მოვლენების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ქვეყანაში ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ცვლილება 14 ნოემბერს ჩააგდო.

გადაცემის სტუმარი იყო   ალექსანდრე მილორავა , მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” – სამოქალაქო  აქტივისტი.

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით