სემინარი ქედის ახალგაზრდობის ცენტრში

posted in: სიახლე | 0

26-27 ნოემებერს, ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს, ასოცირების ხელშეკრულებაზე, გარემოს დაცვის სფეროში აღებულ ვალდებულებებსა და ნარჩენების ეფექტიან მართვაზე ვესაუბრეთ. ორგანიზაციის ამერიკელმა მოხალისემ – ქენდალ დობინსმა, შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენების მართვის ამერიკული მოდელიც გააცნო.

🔹 შეხვედრა  ორი დღის  განმავლობაში მიმდინარეობდა.  მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოები, რათა  მიღებული თეორიული მასალა უკეთ გაეანალიზებიათ.

🔖შეხვედრის მომდევნო  დღეებში, სამოქალაქო აქტივიზმის და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაზე ვისაუბრებთ.

👉 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.