სემინარი ქედის ახალგაზრდობის ცენტრში

posted in: სიახლე | 0

ქედის მუნიციპალიტეტში დასრულდა ოთხდღიანი სემინარი.

🔖 28-29 ნოემბერს, სემინარები სამოქალაქო აქტივიზმს, მოხალისეობრივ საქმიანობასა და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმარების საკითხებს დაეთმო.

🔹 შეხვედრების პირველ დღეს, განვიხილეთ სამოქალაქო აქტივიზმი და ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

🔹 შეხვედრის მეორე დღეს, ვისაუბრეთ მოხალისეობრივი საქმიანობის და საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

🌀 ტრენინგები დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დაიგეგმება და განხორციელდება საჯარო აქციები ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, რომელშიც მონაწილეობას თითოეული მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრის წევრები მიიღებენ. ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

👉 პროექტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში” მიმდინარეობს USAID WMTR II Program-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით