საჯარო დისკუსია – ასოცირების ხელშეკრულება და განათლების სფეროს ვალდებულებები

25  ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა  თემაზე: ასოცირების ხელშეკრულება და განათლების სფეროს ვალდებულებები.

შეხვედრა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით  დაიგეგმა, სადაც  მომხსენებლად  მოწვეული იყო განათლების  მკვლევარი – რევაზ  აფხაზავა.

მომხსენებელმა მიმოიხილა განათლების სფეროს მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, ძირითადი საუბარი კი  არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო.

დისკუსიას  სხვადასხვა მიმართულების  სტუდენტები ესწრებოდნენ.  მონაწილეები ინტერაქტიულ რეჟიმში გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს.

შეხვედრის დამატებითი ფოტო – მასალა შეგიძლიათ  იხილოთ აქ 

საჯარო დისკუსიები იმართება პროექტის  “ევროინტეგრაციის პროცესის  გაძლიერება მოქალაქეთა  ინფორმირების გზით” ფარგლებში.  მისი მხარდამჭერია  ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.