ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები სოფლის მეურნეობის სფეროში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით,  29 ნოემბერს გაიმართა  დისკუსია თემაზე: ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები სოფლის მეურნეობის სფეროში.  

მომხსენებელმა,  სოფლის მეურნეობის სფეროს  სპეციალისტმა   მიხეილ პაკაცოშვილმა ისაუბრა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მოკლევადიან და საშუალოვადიან პრიორიტეტებზე, ინფორმაციის გავრცელების (ექსტენცია) მხრივ არსებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანული მეურნეობის საჭიროებასა და სარგებელზე. მონაწილეებმა აღნიშნული სფეროს მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს სასტარტო მიმართულებების ხელშეწყობის მნიშვნელობას, მათ შორის ზღვისა და ბიოპროდუქტების მხრივ არსებულ რეალობას. განიხილეს კოოპერატივების რაოდენობის შემცირების მიზეზები და  ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

საჯარო დისკუსია იმართება პროექტის “ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების  გზით” ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.