დისკუსია №9-10

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის თემაზე დისკუსიათა ციკლის  ფარგლებში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გუნდი ქედის მუნიციპალიტეტს  ეწვია. 

სოფელ  წონიარისისა და მერისის  საჯარო სკოლის წარმომადგენლები აქტიურად  ჩაერთვნენ დისკუსიაში.

შეხვედრები 28 ნოემბერსა და  4 დეკემბერს გაიმართა.

შეხვედრები მოიცავს ყალბ  ინფორმაციის  სახეების შესახებ  ინფორმირებას,  რეალური მაგალითების  განხილვას, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან  ბრძოლის  საშუალებებზე  საუბარს.

დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ  ქვევით მითითებულ  ბმულებზე:

დისკუსიათა ციკლი იმართება პროექტის – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში, ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.