დისკუსია ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა №15-16

დისკუსია ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა №15-16

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 239-ჯერ

20 დეკემბერს, ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის თემაზე მიმდინარე დისკუსიის ციკლის ფარგლებში, ორი შეხვედრა გაიმართა.
ჩვენი ორგანიზაციის გუნდი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა ახალშენისა და ზედა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა. დისკუსიას ამავე სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

ვისაუბრეთ ანტიდასავლური პროპაგანდის უარყოფითი გავლენებისა და სიძულვილის ენის შესახებ. მონაწილეებმა გაიხსენეს ქვეყანაში განვითარებული უახლესი მოვლენები, რომლებიც დეზინფორმაციასა და ანტიდასავლური განწყობის გავრცელებას უწყობდა ხელს. როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ, შესაბამისად, ხშირად აწყდებიან ინტერნეტში გავრცელებულ სხვადასხვა მცდარ ინფორმაციას.

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.