დისკუსია ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა №19

29 იანვარს, ბათუმის №6 საჯარო სკოლაში გაიმართა სტუდენტური დისკუსია თემაზე: ყალბი ინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა.

შეხვედრას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მისი მიზანი კი ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა.

დისკუსიათა ციკლი იმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“(NED).