საჯარო დისკუსია: დისკრიმინაცია და თანასწორობა

21 თებერვალს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში, ფსოქოლოგ მაია ცირამუას მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

თავის მოხსენებაში, სტუმარმა განიხილა დისკრიმინაციული ქცევის ანატომია, ისაუბრა წინასწარ განწყობებზე, კულტურასა და არსებულ სტერეოტიპებზე, მათი წარმოშობის მიზეზებზე. აგრეთვე, დისკრიმინაციაზე სოციალური ნორმების გავლენაზე.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და გამოეხატათ მოსაზრებები.

დისკუსია იმართება პროექტის “დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში” ფარგლებში. მისი მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED).

დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ აქ