კონკურსი ახალგაზრდებისთვის

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 1559-ჯერ

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაცია და ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და
პლატფორმების გაძლიერება” მონაწილეების შესარჩევად

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: 15-29 წლის ახალგაზრდებს საქართველოს ოთხი რეგიონიდან: აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

კონკურსი ცხადდება  პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, “განათლება დასაქმებისთვის” (SKills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

პროექტის ფარგლებში დაგემილიაშრომის ბაზრის მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, დასაქმების ფორუმები, დასაქმებისთვის საკვანძო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სახელმძღვანელოების შემუშავება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება და მათ შორის გამოცდილების გაზიარების უზუნველყოფა. 

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შრომის ბაზრის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; იმ უნარ-ჩვევების განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს სჭირდებათ, ერთი მხრივ, სამუშაოს დასაწყებად, ხოლო, მეორე მხრივ, სამუშაოს შესანარჩუნებლად და შემდგომი კარიერული განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიზნით 15-29 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ ცოდნისა და უნარების განვითარების  (LINKS) ცენტრის წევრები.

ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ემსახურება: შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების ახალგაზრდებისთვის გაცნობას; მათი დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება ტრენინგების, კარიერის დაგეგმვისა და სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფის გზით. სამეწარმეო და უწყვეტი განათლების პროგრამებში მონაწილეობით, ახალგაზრდები შეძლებენ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

რას სთავაზობს LINKS ცენტრი ახალგაზრდებს:   

  • დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას
  • ციფრული და კომპიუტერული უნარების გაძლიერებას
  • სამოქალაქო განათლებას
  • ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს
  • სამეწარმეო განათლებას
  • უწყვეტი განათლების ონლაინ რესურსებზე წვდომას
  • მოძრავ სახალხო უნივერსიტეტში მონაწილეობას
  • კონსულტაციებს კარიერის დაგეგმვის მიმართულებით
  • ანაზღაურებად დასაქმების პროგრამას შერჩეული კანდიდატებისთვის
  • სამუშაოს მაძიებლების საერთო ბაზით სარგებლობას
  • სოციალურად მნიშვნელოვანი ბიზნეს იდეების დაფინანსებას

შერჩეულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. შერჩეულ მონაწილეებს მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია.

მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ეთნიკურ უმცირესობებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, სამუშაო გამოცდილების არმქონე  და სხვა დაინტერესებულ პირებს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნონ ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა შესაბამისი რეგიონის მიხედვით.

სააპლიკაციო ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა: 2021 წლის 15 მარტი.

სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ფოსტით გასაგზავნათ:

აჭარა, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი: ijhbatumi2001@gmail.com

სააპლიკაციო ფორმის ონლაინ შესავსებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: აჭარა: https://docs.google.com/forms/d/1-6kIfVOM4S3dIZ4WEqhj4Ejc0UVXO_E7tAlRqxOUxik/edit

ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა
https://docs.google.com/forms/d/1-6kIfVOM4S3dIZ4WEqhj4Ejc0UVXO_E7tAlRqxOUxik/edit?usp=sharing

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ:

აჭარა:  ასლან ჭანიძე 995 593307155; aslanchanidze@gmail.com