კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის  ჩატარებაზე

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 507-ჯერ

ჩვენი ახალი კონკურსის შესახებ ჩვენი პროექტის მედიაკოორდინატორმა დილის რადიოს ეთერში ისაუბრა.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ფონდ NED-ის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს აჭარის სკოლებისთვის, დისკუსიების ჩატარების იდეების მიღებაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის 5 მუნიციპალიტეტის: ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს (პედაგოგებსა და ადმინისტრაციას).
მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის, დისკუსიის, შეხვედრის იდეა. აგრეთვე, უნდა დაასახელონ შესაბამისი სფეროს სპეციალისტი ან ექსპერტი, ვისი მომხსენებლის სტატუსით მოწვევაც სურთ აღნიშნული შეხვედრის ჩასატარებლად.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” დააფინანსებს შეხვედრის ონლაინ ან უშუალოდ სკოლებში ჩატარებისთვის საჭირო ხარჯებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ 26 მარტამდე. შედეგად, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩევა 2 სკოლა (ჯამში 10 სკოლა). შერჩეული სკოლები გამოვლინდებიან განაცხადების მიღების დასრულებიდან, ერთი კვირის განმავლობაში.
შეხვედრები უნდა გაიმართოს აპრილი – მაისის თვეში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შეხვედრების თემა უნდა ეხებოდეს რეალურ დროში, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებს;
  • უნდა ასახავდეს აქტუალურ პრობლემას და მიზნად ისახავდეს მისი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას.

კონკურსი ცხადდება პროექტის “დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში” ფარგლებში.

ორგანიზაციის გუნდი მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში გაუწევს კონსულტაციას ;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
557 99 33 32 მარიკა ზაქარაძე

განაცხადის შესავსებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSejSXsQDrTrWLu995iGdBG4kxsWCgKPQ0pWojB-1Y7DOK3eeA/viewform


ვიდეო ჩანაწერი აქვე შეგიძლიათ იხილოთ.