ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაცია “ნაომარი”

ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაცია “ნაომარი”

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 34-ჯერ

2020 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ღორჯომში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, დააარსეს ახალგაზრდული ორგანიზაცია “ნაომარი”.

ორგანიზაციის სახელწოდება სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, ძველ დროში სოფელ ღორჯომს სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდნენ.მიმდინარე წლიდან, ჩვენი გუნდი მზადაა: გაუზიაროს გამოცდილება, ცოდნა და უნარები ორგანიზაცია “ნაომარის” წარმომადგენლებს;

დაეხმაროს მათ საქმიანობის საწყის ეტაპზე ტრენინგების ჩატარებით და ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებით. 9 თებერვალს ZOOM პლატფორმაზე გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის გზებზე. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ორგანიზაცია “ნაომარი” გეგმავს:

  • დაეხმაროს ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში;
  • ხელი შეუწყოს სოფელში სპორტული ცხოვრების განვითარებას;
  • დაეხმაროს მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციის მიღებაში;
  • სოფლის პოპულარიზაციის მიზნით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებება.