“ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის” თემის მიმართულებით, ჩვენი ონლაინ-კურსის მონაწილეებისთვის, Zoom პლატფორმაზე შეხვედრები დავიწყეთ, სადაც მონაწილეებთან ერთად განვიხილავთ კვირის განმავლობაში განვლილ თემებს.
დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მონაწილეთა ინტერესებსა და ინფორმაციის წყაროებზე. მივაწოდეთ ინფორმაცია ყალბი პროფილების, ფოტო და ვიდეო მასალების გადამოწმების რესურსებზე.
მომავალი კვირის სასაუბრო თემაა: სატელევიზიო და ონლაინ სივრცეში ინფორმაციის მიღების ზუსტი, სანდო და ობიექტური წყაროების გაცნობა.
ონლაინ-კურსი “ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია” ხორციელდება პროექტის “დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში” ფარგლებში.
მისი მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED).

