ონლაინ-კურსის მეორე ნაკადის გამარჯვებულები

posted in: სიახლე | 0

გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ონლაინ-კურსის მეორე ნაკადის გამარჯვებულები, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტიდან.

ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წელს, ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ონლაინ-კურსი მეორედ განხორციელდა. სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  • აღნიშნულ კურსში მონაწილეობდა 80-მდე ახალგაზრდა, სამი მუნიციპალიტეტის 9 სოფლიდან. ონლაინ-კურსი მოიცავდა შეხვედრებს Zoom-პლატფორმაზე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დისკუსიებს, ონლაინ-ქვიზებს, დოკუმენტური ფილმის ჩვენებას; მონაწილეებმა შეიძინეს ის უნარები, რომელიც სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში, პირადი ინფორმაციის დაცვაში დაეხმარება; მიღებული ინფორმაცია ასევე მისცემს თითოეულ მონაწილეს საშუალებას, არ გახდნენ დეზინფორმაციისა და კიბერგულინგის მსხვერპლი; იქნებიან მედიაწიგნიერი და შეძლებენ გარშემომყოფების დაცვას ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან. აღნიშნული კურსის ფარგლებში განხილული იყო სხვადასხვა თემა:
  • მედიაწიგნიერება და მისი მნიშვნელობა;
  • ყალბი ამბები და პროფილები;
  • ვებ-გვერდებისა და მათი სანდოობის გადამოწმების საშუალებები;
  • ფოტომანიპულაცია და ფოტოს გადამოწმების ხერხები;
  • ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია;
  • პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • კიბერბულინგი;
  • სიტყვის გამოხატვის თავისუფლება;

  • ჯამში მონაწილეთა აქტიურობითა და მაქსიმალური ქულათა რაოდენობით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ 75$-ის ღირებულების წიგნები და კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარები.

ონლაინ-კურსი განხორციელდა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში “დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში”. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED].