“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში” ახალი სამუშაო წელი განახლდა

posted in: სიახლე | 0


მიმდინარე თვიდან, ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე დავიწყეთ “ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის” მესამე ონლაინ-კურსის განხორციელება. ამ მნიშვნელოვან პროექტს კვლავაც ფონდი National Endowment for Democracy უჭერს მხარს.

ამ ჯერად აჭარის 6 სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებთან ვიმუშავებთ.
ჩაისუბნის, ჭარნალის, ყოროლისთავის, ზენითის, აჭყვისთავისა და მუხაესტატეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ცნობიერების ამაღლებისა და ახალი უნარების გამომუშავების მიმართულებით, საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მივაწოდებთ.
უსაფრთხოების მიზნით, მონაწილეებთან ისევ დისტანციურ მუშაობს ვანიჭებთ უპირატესობას.
ჩვენი ორგანიზაციის გუნდი, წარმატებებს უსურვებს ახალი ნაკადის მონაწილეებს და ყველა ძალას გამოიყენებს, მათი ცოდნის ხარისხისა და მედიაწიგნიერების დონის ამაღლებისათვის
აქვე გვინდა გაგიზიაროთ, 2020 წელს განხორციელებული ონლაინ-კურსის გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემის ფოტოები.
ახალგაზრდებს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტიდან, პროექტში აქტიური მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის, 75💲-ის ღირებულების წიგნები და კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარები გადაეცათ (თავიანთი სურვილის გათვალისწინებით).