გაზეთი „ბათუმელები“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის მედია სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
„ბათუმელების“ მედია სკოლის მსმენელები სამი თვის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ჟურნალისტიკაში.
მედია სკოლის მონაწილეები ისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტო მასალის მომზადებას, ინტერვიუს აღებას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ.
პროგრამის მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდება „ბათუმელების“ ვებგვერდზე batumelebi.ge.
მედია სკოლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს. 2 მონაწილე შეირჩევა „ბათუმელებში“ სამთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის.
მედია სკოლაში სწავლა უფასოა.
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 – დან 24 წლამდე ახალგაზრდებს
- კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები)
- უნდა შეეძლოს გამართულად წერა
კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა პროგრამაში) ელექტრონულ ფოსტაზე stajiori.batumelebi@gmail.com. სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: მედია სკოლა და თქვენი სახელი და გვარი [მაგალითად: მედია სკოლა – ანა ბერიძე].
თუ გაქვთ მომზადებული სტატია, თხზულება, ფოტორეპორტაჟი, პოსტი ან მოსაზრება, შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV-თან ერთად.
კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 26 მარტი.
„ბათუმელები“ თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა მედია სკოლის მონაწილე 15 ახალგაზრდა.
სწავლება „ბათუმელების“ მედია სკოლაში გაიმართება კვირაში სამჯერ. მედია სკოლის ტრენერები იქნებიან გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები. სწავლება 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროგრამა მედია სკოლა ხორციელდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროგრამას ფინანსურად მხარს უჭერს ამერიკული ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

