ვაკანსია

ვაკანსია

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 886-ჯერ

ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 18 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის, აცხადებს ვაკანსიას თემის მობილიზატორის პოზიციაზე.

დასაქმების პერიოდი: 20.04.2021 -30.08.2021

ანაზღაურება:  თვეში  630  ლარი

მოვალეობები:

  • ქედის მონაწილეობითი (სამოქალაქო)  ბიუჯეტის პოპულარიზაციის ფარგლებში, მობილიზატორები ვალდებულნი იქნებიან: ყოველ კვირეულად, 4 დღის განმავლობაში დაბა ქედასა და 64 სოფელში,  მიაწოდონ  ინფორმაცია მოქალაქეებს,  ქედის მონაწილეობითი  ბიუჯეტირების შესახებ, კარდაკრის კამპანიის ფარგლებში;
  • ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში, აწარმოონ კონსულტაციები და გაუწიონ დახმარება მოქალაქეებს, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინ რეგისტრაციის პროცესში;
  • მონაწილეობა მიიღონ, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში ჩასატარებელი კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში და შეასრულონ  დამკვირვებლის როლი, სამი დღის განმავლობაში;
  • ყოველკვირეულად, შეადგინონ  წერილობითი ანგარიში, შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ -ჩვევები:

  • ქართული ენის (წერითი და ზეპირი) სრულყოფილი ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) ცოდნა;
  • ელექტრონული ფოსტით სარგებლობის გამოდილება;
  • უპირატესობა მიანიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს.

შერჩეულ კონკურსანტებს უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, სამუშაოს დაწყებამდე ჩაუტარდებათ ტრენინგების კურსი, თემებზე:

  • ადილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები;
  • სამოქალაქო ბიუჯეტირება;
  • თემში მუშაობა;
  • პრობლემის ანალიზი;
  • საპროექტო განაცხადის შედგენა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: ijhbatumi2001@gmail.com   უნდა წარმოადგინოს  რეზიუმე (CV), საკონტაქტო ინფორმაცია.

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:

  1. წარმოდგენილი რეზიუმეს (cv)  ანალიზი;
  2. გასაუბრება – კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით. შესაძლოა, კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.

    სავალდებულოა ელ.ფოსტის დასახელებაში (Subject) ჩაიწეროს – ვაკანსია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 30 71 55

ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“.  რომელიც ხორციელდება  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.