მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 257-ჯერ

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს

– „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“.

პროექტის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეების მაღალი დონის ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ძირითადი პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული პროექტი რამდენიმე ამოცანას აერთიანებს:

სამოქალაქო ბიუჯეტის მართვის გამჭვირვალე, მდგრადი, განვითარებადი და ანგარიშვალდებული სისტემის დანერგვა და ამ მიზნით ადმინისტრაციული და ტექნიკური რესურსების გაძლიერება;

სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესში ქედის მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქის/ მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების მიზნებისა და მათი განხორციელების ძირითადი პრინციპების შესაბამისად;

ქედის სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყველა დონეზე – სამთავრობო, მედია, საზოგადოების ყველა ჯგუფი, სამოქალაქო საზოგადოება.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 15 აქტიური მოქალაქე, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში (64 სოფელი და დაბა ქედა) საინფორმაციო კამპანიაში მიიღებენ მონაწილეობას.