“ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება”

posted in: სიახლე | 0

20 მაისს გადაცემა “ეს შუადღის” სტუმრები იყვნენ: ხათუნა იოსელიანი-პროგრამის მენეჯერი და ქეთი ადეიშვილი -კოორდინატორი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ. იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა
საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.

(LINKS) პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია,
შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.