ივნისის თვიდან დაიწყო პროექტის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინსტიტუციური გაძლიერება“ განხორციელება, რომელიც მხარდაჭერილია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ.
პროექტის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში, ამოქმედდება ორგანიზაციის წარმომადგენლობა და ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც გააერთიანებს ჭვანის, ბარათაულის და წყალსაყარის თემის 24 სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდას. წარმომადგენლობა და ახალგაზრდული ცენტრი სამივე თემში მცხოვრებ მოქალაქეებს და ახალგაზრდებს შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროგრამას და სერვისს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე თვიდან დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
- ჭვანის, ბარათაულის და წყალსაყარის თემის სოფლებში გაიმართება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები და დადგინდება საკითხები, რომლის მოგვარებაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვვის;
- ამოქმედება სასწავლო ცენტრი – სწავლების თემატიკა – განისაზღვრება საჯარო შეხვედრების პარალელურად, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე;
- აგვისტოს თვიდან განხორციელდება ახალგაზრდების საჭიროების კვლევა – გამოიკითხება 500 ახალგაზრდა;
- ნოემბერში, კვლევის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები და შემუშავებული იქნება პეტიციები, ადგილობრივ თვითმმართველობაში წარსადგენად.
ჭვანის „სოფლის სახლში“ დაგეგმილია კინოთეატრის და კომპიუტერული ცენტრის გახსნა, ასევე საჯარო შეხვედრების სივრცის მოწყობა, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გამართონ შეხვედრები.
პროექტის ფარგლებში ასევე ამოქმედდება ინგლისური ენის სწავლების კურსი და განხორციელდება სოფლის ბიბლიოთეკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.
პროექტის დირექტორმა ნანა დიასამიძემ, დეტალებზე რადიო აჭარის გადაცემა “კონტაქტში” ისაუბრა.
გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ქვევით მითითებულ ბმულზე.
https://ajaratv.ge/video/9960?fbclid=IwAR3doXOtS-er63JeEltNuzqT0OdFac5bDbo7zzEFl4CiP0Ymr0B1SzD2BxQ