2021 წლის 15 ივნისს “განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა”(EDEC) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და
“საქართველოს გაეროს ასოციაციასთან”(UNAG) თანამშრომლობით გამართეს.
ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა, 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.
ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.
ფორუმის შედეგების და წარმატებული მაგალითის საჩვენებლად მომზადდა ვიდეო ციხისძირში დასაქმებული ხუთი სმენის არ მქონე ახალგაზრდას შესახებ, რომლებმაც სამსახური ფორუმის საშუალებით იპოვეს