მომავლის ტურიზმი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტების პრეზენტაცია
მომავლის ტურიზმი
პრეზენტაცია გაიმართება ქართულ და ინგლისურ ენებზეშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტების პრეზენტაცია
მომავლის ტურიზმი
პრეზენტაცია გაიმართება ქართულ და ინგლისურ ენებზე
პრეზენტაციის ავტორები:
ია ძირკვაძე, რსუ ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი საკუთარ სამომავლო ბიზნეს სტრატეგიებზე ისაუბრებს. ია წარმოგიდგენთ ეკოსასტუმროს ბიზნეს-პერსპექტივას მთიან აჭარაში. პრეზენტაცია საინტერესოა იმ მხრივ, რომ ყურადღება ექცევა უძველეს ქართულ ტრადიციებს, დასაბუთებულია ეკოსასტუმროში მათი წარმატებით გამოყენების შედეგიანობა.
ესმა ჩხიკვაძე, რსუ ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი წარმოგიდგენთ ეკოტურიზმის განვითარების საკუთარ ხედვას და ტურისტული მარშრუტების განვითარების საკუთარ ბიზნეს გეგმებს. პრეზენტაცია გაგაცნობთ ეკოტრიზმისა და ეთნოტურიზმისადმი ინოვაციურ მიდგომას.
გელა კვირიკაძე, რსუ ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ისაუბრებს საკუთარ სამომავლო გრანდიოზულ ბიზნეს გეგმებზე. „ტურიზმი, შავი ზღვა და სასტუმრო რომელსაც ავაშენებ“ არის ორიგინალური და უჩვეულო შეთავაზება სპეციალურად აჭარის ტურისტებისათვის, რომელიც უდავოდ იმსახურებს ფართო აუდიტორიის ყურადღებას.

ღონისძიება გაიმართება 2011 წლის 15 სექტემბერს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში.
ღონისძიების დრო : 2:00 – 3:00
მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2