“საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება”.

posted in: დისკუსია | 0

29 ოქტომბერს, 14.00 საათზე, პრესკაფეში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარადგენს კვლევას “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციულისისტემის შეფასება”.29 ოქტომბერს, 14.00 საათზე, პრესკაფეში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარადგენს კვლევას “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება”.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა იმ 12 ძირითადი ინსტიტუტის სიძლიერის ანალიზი,
რომლებსაც საკვანძო როლი აკისრიათ ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფიციის აღკვეთის მხრივ.
კვლევის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გეგმავს კვლევის შედეგები რეგიონალურ ჟურნალისტებს, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებს და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინოს. ამ მიზნით ორგანიზაცია 28 ნოემბერს ქუთაისში გამართავს შეხვედრას, 29 ნოემბერს კი – ბათუმში.
კვლევის პრეზენტაციასთან ერთად რეგიონებში გასვლისას ორგანიზაცია გეგმავს შეხვდეს მოსწავლე–ახალგაზრდობას და სტუდენტებს. შეხვედრის მიზანი იქნება მიაწოდოს ახალგაზრდებს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ასევე სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების მიზნით საქართველოს მოქალაქის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე გაესაუბროს მოსწავლეებს და აჩვენოს ვიდეორგოლები, რომელიც ზუსტად ამ საკითხებს ეხება.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია გადაიცემა ლაივსტრიმის მეშვეობით.
დასწრება თავისუფალია