შეთავაზება სტუდენტებისთვის

posted in: სიახლე | 0

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ სტუდენტებს სთავაზობს მოხალისის სტატუსით ჩართვას ორგანიზაციის საქმიანობაში. თუ თქვენ ხართ სტუდენტი და ცხოვრობთ ბათუმში, ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობას;

ამ თანამშრომლობის ფარგლებში თქვენ ისწავლით ვიდეოგადაღებას და მონტაჟს. გექნებათ შესაძლებლობა დაგეგმოთ და ჩაატაროთ დისკუსიები სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე; მოამზადოთ ონლაინგადაცემა „შეუზღუდავი სივრცე“. ასევე, გექნებათ სიუჟეტების მომზადების შესაძლებლობა მაღალმთიან აჭარაში, ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ადამიანების უფლებებისა და დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების შესახებ.

პროექტი „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ წარმოადგენს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ „ნედის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორცილებულ პროექტების („დემოკრატიული იდეების განვითარება“, „საზოგადოებაში და ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების განვითარება/პოპულარიზაცია“) მესამე ეტაპს.

თქვენი მონაწილეობისათვის საჭიროა: მოტივაციის წერილი, (დაასაბუთეთ, რატომ არის ამ პროექტში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი) და CV მოგვაწოდეთ 10 აგვისტომდე ელფოსტაზე: batumi_ijh@yahoo.com ქ. ან მოიტანეთ შემდეგ მისამართზე: ბათუმი მემედ აბაშიძის გამზირი # 48

საკონტაქტო პირი: ნათია როყვა ტელ 598 15 00 11