წიგნების გამოფენა – გაყიდვა და დისკუსია-ლიტერატურა და სამოქალაქო საზოგადოება

posted in: სიახლე | 0
2 ივნისს  ბათუმში პრესკაფეში  გაიხსნა წიგნების  გამოფენა – გაყიდვის კვირეული.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები  განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება.   აქციის მონაწილე,  რომელიც 100 ლარის  ღირებულების წიგნებს შეიძენს, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ მოახერხებს თანხის სრულად დაფარვას, ისარგებლებს თანხის დაფარვის ერთთვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობისათვის საკმარისია პირადობის მოწმობის წარმოდგენა.
გამოფენა -გაყიდვა ყოველ დღეს  ქალაქის სხვადასხვა ადგილებში 15:00  – საათიდან   დაიწყება  და გაგრძელდება 20:00 საათამდე.
2 ივნისი – პრესკაფეს წინ სკვერი;
აქციის ფარგლებში,  2 ივნისს 14:00 საათზე  პრესკაფეში  გაიმართა დისკუსია – ლიტერატურა  და სამოქალაქო საზოგადოება. დისკუსიას მოდერაცია გაუწია  მწერალმა  დათო ტურაშვილმა.
3 ივნისი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სკვერი (მ. აბაშიძის გამზირი)
4 ივნისი  – უნივერსიტეტის წინ, ბულვარში.
5 ივნისი  –  „პივზავოდის“ უბანი – ინასარიძის ქუჩა,  სკვერი.
5  ივნისი – ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე სკვერი.
6 ივნისი – 6 მაისის პარკი
გამოფენა – გაყიდვის კვირეულს  პრესკაფეში 7 ივნისს  20:00  საათზე გიორგი ხასაია   (ირიბი მოქმედების კიბერ –  თეატრი)  დახურავს.
გამოფენა-გაყიდვის კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდა პრესკაფეს ფეისბუქის გვერდზე. (ფეისბუქში ქართული შრიფტით  აკრიფეთ: პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში, მოიწონეთ გვერდი და მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას). გთხოვთ დარეგისტრირდეთ და მოგვწეროთ თქვენი სურვილები,  რა წიგნები გინდათ შეიძინოთ გამოფენა-გაყიდვის კვირეულზე.
გამოფენა – გაყიდვის კვირეული ტარდება „პრესკაფეს“ ორგანიზებით .
აქციის პარტნიორები არიან :  ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ (ამერიკული ორგანიზაციის NED -ის დაფინანსებული პროექტის –  ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.)
 და გაზეთი ბათუმელები/netgazeti.ge  ( ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დაფინანსებული პროექტის –  ,,პრესის განვითარება აჭარაში’’ ფარგლებში)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით :
მის.: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2/1
საკონტაქტო პირი: მზია ამაღლობელი
 მობ.: 577456336