მიიღე მონაწილეობა დარტსის შეჯიბრებაში და მოიგე მაღაზია „ PUMA ”- ს 100 ლარიანი ვაუჩერი.

posted in: სიახლე | 0

„ ბათუმის  ახალგაზრდული  ცენტრი“   საჯარო   და   კერძო   სკოლის  მოსწავლეებს  სთავაზობს  მონაწილეობა   მიიღონ  დარტსის   შეჯიბრებაში, რომელსაც ორგანიზებას   უწევს   ასოციაცია  „თავისუფალ   ჟურნალისტთა   სახლი“  „ PUMA “ – ს  ფინანსური მხარდაჭერით.  

შეჯიბრებაში   მონაწილეობის   უფლება   აქვთ  14-18    წლამდე   ასაკის    მოსწავლეებს,   რომელიც    გაიმართება    ოთხ  ასაკობრივ   ჯგუფში: 14-15; 15-16; 16-17; 17-18;

დარტსის   ტურნირი  ჩატარდება  სამ    ეტაპად:

პირველი ეტაპი :   ტურნირში   მონაწილეობის   უფლება   აქვს 46  სკოლას,  რომელთაგანაც შეირჩევა  23  ,   თითოეული    სკოლიდან     გამოვლინდება   4   ასაკობრივი    ჯგუფი, ( 92   მოსწავლე )

მეორე ეტაპი :    თითოეულ   ასაკობრივ&nnbsp;  ჯგუფში   23    მოსწავლიდან    შეირჩევა    5 მათგანი. ( საერთო ჯამში 20 )

მესამე  ეტაპი:   4  ასაკობრივ   ჯგუფში   გამოვლენილ   გამარჯვებულებს,    პრიზის   სახით გადაეცემა   „ PUMA “ – ს   100   ლარიანი   ვაუჩერი.

რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა :

შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებმა  ერთი კვირის ვადაში უნდა მოგვაწოდოთ თქვენი  მონაცემები (სახელი გვარი; ასაკი; ტელეფონის ნომერი; საცხოვრებელი ადგილი;  სკოლის დასახელება/ნომერი; პროექტი – ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.)

  1. ქ. ბათუმი მემედ აბაშიძის 48,
  2. ელ-ფოსტა-  batumi_ijh@yahoo.com;
  3.  Facebook-ის გვერდი – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  4.  შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით
    დარეგისტრირებაც ,    ნომერზე:   592 89 00 80

                                                :

თითოეული მოთამაშე თამაშის ყოველ ხელზე ისვრის 3-ჯერ. რომელი მოთამაშეც მეტ ქულას დააგროვებს ჯამში 3 სროლის შედეგად, ის იქნება კონკრეტული ხელის გამარჯვებული.

                                                                 :

მოთამაშეები ვალდებულნი არიან დაიცვან ქცევის წესები: სამიზნეში ისროლონ მითითებული ადგილიდან (სამიზნიდან 2,37 მ–ის  დაშორებით). მოწინააღმდეგეს სროლის დროს არ შეუშალონ ხელი არც ფიზიკურად, არც ვერბალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოხსნილი იქნებიან ტურნირიდან.

                                                                   :

ისეთი  საკითხებზე, რომლებიც ამ წესებში არ არის განხილული, საბოლოო და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს ტურნირის ორგანიზატორი და ყველა მხარე ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას.

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ ფუნქციონირებს პროექტის ფარგლებში – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

დარტსის შეჯიბრი