პროექტის „თეთრი კვადრატის’’ პრეზენტაცია

16 მარტს 19:00 საათზე , პრესკაფეში გაიმართა პროექტის „თეთრი კვადრატის“ პრეზენტაცია. ნაჩვენები იყო: გიორგი უღრელიძის 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ხმაური ქუჩაში“ (16 წთ) და „უგმიროდ“ (14 წთ). იმედა თავდგირიძის „კურდღლის სიზმარი“ (14 წთ). გიორგი გოგიბერიძის ვიდეო არტები. პროექტი დაფინანსებულია „ღია საზოგადოების ფონდების“ მიერ. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მომუშავე ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედების პოპულარიზაცია. დაგეგმილია საქართველოში მოღვაწე 24 ახალგაზრდა რეჟისორის ფილმების ჩვენება პრესკაფეში. ყოველი კინო ჩვენების შემდეგ მათი მონაწილეობით გაიმართება დისკუსიები. გამართული ჩვენებები და დისკუსიები გადაიცა ონლაინ რეჟიმში პრესკაფეს ვებ. გვერდზე www.presscafe.ge ინტერნეტ მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და გამოეხატათ თავიანთი აზრი ნაჩვენებ ფილმებთან დაკავშირებით სკაიპის მეშვეობით (presscafe.batumi). ჩვენების და დისკუსიის სატელევიზო ვერსია გადაიცა „თეთრი კვადრატი“-ს ფარგლებში ტელეკომპანია TV-25 ეთერში.