შეხვედრა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან

4 მაისს 11:00-13:00 პრეს-კაფეში შედგება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას წაუძღვება ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე. შეხვედრის დროს მოხდება ფონდის მიმდინარე პროგრამების პრეზენტაცია, დამსწრეები გაეცნობიან ფონდის სამომავლოდ დასახულ პროგრამებს და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე რომლებიც უკავშირდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქმიანობას. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.