გთავაზობთ ერთწლიან სასერთიფიკატო პროგრამას ჟურნალისტიკაში

posted in: სიახლე | 0

ერთი წლის განმავლობაში, რადიო თავისუფლების ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები

დაგეხმარებიან, გაიაროთ თეორიული და პრაქტიკული მასალით გაჯერებული ინტენსიური კურსი
ჟურნალისტიკაში, დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის მაღალ პროფესიულ სტანდარტებს.
მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ,
თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში მუშაობისათვის მოსინჯოთ თქვენი ძალები.
ახალი მედია, რადიო, გაზეთი, ტელევიზია…
როგორ გადავაქციოთ სიტყვები სახეებად, ყოველდღიური ცხოვრება – საინტერესო
მონათხრობად. როგორ აღმოვაჩინოთ ერთი შეხედვით შეუმჩნეველში სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღებასა და თავისუფლების ხარისხის
ამაღლებაში დაეხმარება!
ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, მოვისმენთ ბევრს და დავწერთ კიდევ უფრო მეტს და
შევეცდებით, გავარკვიოთ რატომ არის ჟურნალისტის პროფესია ამქვეყნად ერთ-ერთი
ყველაზე მძიმე და ამავე დროს, ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
აღჭურვილ თანამედროვე მულტიმედიურ ნიუსრუმში (MEჩ), იმუშაონ ჟურნალისტური
საქმიანობისათვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
სწავლების ხანგრძლივობა – 1 აკადემიური წელი (2 სემესტრი).
სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
რადიო თავისუფლების მედიასკოლა –
„თავისუფლების“ გამოცდილება თავისუფლების სამსახურში!
მსურველებმა უნდა შეავსონ ფურცლის მეორე გვერდზე წარმოდგენილი განაცხადი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 15 თებერვალი 2012
ღია კარის დღე გაიმართება – 7 თებერვალს, 16:00 საათზე IღEX-ის ოფისში (მარჯანიშვილის 6)
სწავლება ფასიანია.
დაფინანსდება ორი სტიპენდია (ერთი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული
სტუდენტებისათვის და ერთი – განსაკუთრებული წარმატებისათვის).
დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება და შეკითხვების გამოგზავნა
შეგიძლიათ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე www.radiotavisufleba.ge
და facebook-ზე
შეკითხვები და შევსებული განაცხადი გამოგზავნეთ მისამართზე:
tavisufleba.school@gmail.com
ყოველწლიურად 20 სტუდენტი შეძლებს რადიო თავისუფლების სკოლაში სწავლას.
სტუდენტები საგანგებო კონკურსის შედეგად შეირჩევიან.
შესარჩევი კონკურსი გულისხმობს წერითი სამუშაოს შესრულებასა და გასაუბრებას. მსურველებმა უნდა შეავსონ ფურცლის მეორე გვერდზე წარმოდგენილი განაცხადი.

გთავაზობთ ერთწლიან სასერთიფიკატო პროგრამას ჟურნალისტიკაში