მიწის რეფორმის თავისებურებები აჭარაში

posted in: დისკუსია | 0

დისკუსია გაიმართა 2011 წლის 22 დეკემბერს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში.მიწის რეფორმის თავისებურებები აჭარაში

ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნა დისკუსიების ციკლი – ,,მედია და საზოგადოება’’.
დისკუსიები იმართება NED -ის დაფინანსებული პროექტის – ,, დემოკრატიული იდეების განვითარების“ – ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო, გვესაუბრა აქტუალურ საზოგადოებრივ თემებზე და მიგვეცა საზოგადოების წარმომადგენელებს საშუალება, თავად ჩართულიყვნენ ამ დისკუსიებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკა იყო: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.
დისკუსიის თემა იყო : მიწის რეფორმის თავისებურებები აჭარაში
დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა: პარმენ ჯალაღონია- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე და თამაზ ცინცაძე – საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირი.
პარმენ ჯალაღონიამ, მოხსენებაში ისაუბრა საქართველოში მოქმედი მიწის კანონმდებლობაზე და ამ სფეროში არსებულ სასამათლო პრაქტიკაზე.
თამაზ ცინცაძემ ისაუბრა ,აჭარის ავტონომიურ რეპუბლიკაში განხორცილებული „მიწის რეფორმის“ თავისებურებებზე.
დისკუსია გადაიცა ლაივ სტრიმით, მისამართზე: presscafe.ge. ლაივსტრიმის მაყურებელს საშუალება ჰქონდა პირდაპიrი ეთერის დროს დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში სკაიპის საშუალებით (შეგიძლიათ დაგვიკავშირდeთ სკაიპის presscafe.batumi და facebook: პრესკაფე მეშვეობით).
დისკუსიის არასრული ვერსია გადაიცა ტელეარხი 25–ის ეთერით და გამოქვეყნდება ,,გაზეთ ბათუმელებში’’.

დისკუსია გაიმართა 2011 წლის 22 დეკემბერს პრესკაფის სადისკუსიო სივრცეში.
სადისკუსიო დრო : 12:00-14:00 ; მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2
პროექტის პარტნიორები: ,,ტელეარხი 25’’; ,,გაზეთი ბათუმელები’’, ,, ნეტგაზეთი’’
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძე – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე)
ქეთი ადეიშვილი -592 592424 ( პროექტის ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“, მედია კოორდინატორის ასისტენტი)
არშემდგარი რეფორმა აჭარაში