დასაჩუქრდნენ „აქტიური მოქალაქეს“ გამარჯვებულები

2010 წლის 4 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის ბულვარში კაფე  „ნონა“-ში  გაიმართა  პრეზენტაცია/გამოფენა – „ჩემი არჩევანი“.

პრეზენტაციაზე  დასაჩუქრდნენ  კონკურსის „აქტიური მოქალაქე“–ს გამარჯვებული და ათი საუკეთესო მოსაზრების ავტორი. ასვე პრეზენტაციის დროს გაიმართა გამოფენა, რომელზეც  გამოტანილი იქნა 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესების ამსახველი ფოტოკადრები. ასევე, წინასაარჩევნოდ გამოცემული ერთჯერადი საგანმანათლებლო გაზეთი ,,ჩემი არჩევანი“’.