ორგანიზაციის მიზნებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;
  • ჟურნალისტთა საქმიანობის პოპულარიზაცია;
  • საზოგადოებაში ჟურნალისტთა ნდობის გაღრმავება;
  • ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უზენაესი პრინციპების დამკვიდრება;
  • მასმედიის საშუალებათა ინტეგრაცია;
  • ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.

 

ისტორია

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც გაზეთ “ბათუმელების“ ჟურნალისტებმა დააფუძნეს 2001 წლის 20 ოქტომბერს. 2001 წლის 20 ნოემბერს ორგანიზაციამ გაიარა ოფიციალური რეგისტრაცია ქალაქ ბათუმის სასამართლოში.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობა აჭარის ტელევიზიაში არსებული ცენზურის წინააღმდეგ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მთელ ქვეყანაში, ვინც მედიასფეროში არსებული ცენზურა გააპროტესტა.

აჭარის რევოლუციის დროს ორგანიზაცია მასპინძლობდა უცხოური (ნიუ იორკ თაიმსის, ბი-ბი-სი-ს, ფრანც-პრესისი, კომერსანტის, დოიჩე ველეს) და ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს, მათ მუშაობის პროეცესში ეხმარებოდა.

დაფუძნების მომენტიდან თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა სხვადასხვა პროექტების განხორციელების პარალელურად ჩაატარა არაერთი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, გამართა მრგვალი მაგიდა და კონფერენციები. ორგანიზაცია ახორციელებდა და ახორციელებს თავის საქმიანობას შემდეგი მიმრთულებებით:

• ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
• ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
• სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაცია სხვადასხვა სახის კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს, როგორც მათი ინფორმირების, ასევე უფლებების დაცვის კუთხით.

ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, მაღალკვალიფიციური იურისტები, სტუდენტები.

ორგანიზაციის თავმჯდომარეები:

მზია ამაღლობელი (2001-2003 წწ.)
თედო ჯორბენაძე (2003-2006 წწ.)
მზია ამაღლობელი (2006-2009 წწ.)
ასლან ჭანიძე (2009 წ-დან დღემდე)

სტრუქტურა და თანამშრომლები

გამგეობა
ასლან ჭანიძე
პაატა ჯალაღონია
თედო ჯორბენაძე
ფინანსური მენეჯერი
შორენა  ამაღლობელი
თავმჯდომარე
ასლან ჭანიძე
მედია-კოორდინატორი
მარიკა ზაქარაძე
“ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის”  კოორდინატორი
სალომე ფუტკარაძე
მულტიმედია პროექტების კოორდინატორი
ქეთი ადეიშვილი
კონსულტანტი და მენტორი
Konstantin Stalinsky, @StalinskyK
სტუდენტური დისკუსიების კოორდინატორი
ელზა  ლემსაძე