რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით, ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს.

გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა

თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს.

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს.

ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეები დაინტერესდნენ რომელი პროფესიებია ნაკლებად მოთხოვნადი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კომპანიამ $25 მილიონად, იპოთეკით დატვირთა რივიერა, სადაც ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული.