ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი – „საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების“ პროექტის სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
2015 წლიდან ჩვენი საქმიანობა გრძელდება “‘ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] რომელიც არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). პროგრამა დაიწყო 2015 წლის ივნისში და გრძელდება 2020 წლის ივნისამდე.
პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის. ამ მიზნით 11 პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს 13 ქალაქში 14 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ სასწავლო და სტაჟირების პროგრამაში რთავს.
პროექტის ტრენინგ პარტნიორია – პარტნიორები საქართველო (Partners Georgia). ახალგაზრდული ქსელი კი შემდეგ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს, რომელთა ბაზაზეც ახალგაზრდული ცენტრები ფუნქციონირებენ