პროექტის "თეთრი კვადრატის" სატელევიზიო ვერსია

25 მარტს 23:00 საათზე tv-25-ის ეთერში უყურეთ პროექტის \”თეთრი კვადრატის\” სატელევიზო ვერსიას.დღეს 25 მარტს 23:00 საათზე tv-25-ის ეთერში გადაიცემა პროექტის \”თეთრი კვადრატის\” ფარგლებში გამართული კინოჩვენების და დისკუსიის სატელევიზო ვერსია.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 16 მარტს პრესკაფეში.
ნაჩვენები იყო:
გიორგი უღრელიძის 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ხმაური ქუჩაში“ (16 წთ) და „უგმიროდ“ (14 წთ).
იმედა თავდგირიძის „კურდღლის სიზმარი“ (14 წთ).
გიორგი გოგიბერიძის ვიდეო არტები.

პროექტს ახორციელებს პრესკაფე “ღია საზოგადოება – საქართველო“ -ს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია საქართველოში მომუშავე ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედების პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში მოღვაწე 24 ახალგაზრდა რეჟისორის
ფილმების ჩვენება პრესკაფეში.