არჩილ ვერძაძე, ავთო ჟღენტი, მანანა ბერიძე

30 მარტს 19:00 საათზე , პრესკაფეში ნაჩვენები იყო სამი რეჟისორის ფილმები : 1. არჩილ ვერძაძე – „ზღვარი“ 2. ავთო ჟღენტი – „ფუჭი ვაზნა“ 3.მანანა ბერიძე – „ჩრდილი“.30 მარტს 19:00 საათზე , პრესკაფეში ნაჩვენები იყო სამი რეჟისორის ფილმები : 1. არჩილ ვერძაძე – „ზღვარი“ 2. ავთო ჟღენტი – „ფუჭი ვაზნა“ 3.მანანა ბერიძე – „ჩრდილი“.

1. არჩილ ვერძაძე, „ზღვარი“, 13 წუთი, 2006.
მსახიობები: გიორგი აბხაზავა, არჩილ ვერძაძე
„ზღვარი“ ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი სადიპლომო ფილმია, რომელიც გადავიღე 2006 წელს. ფილმი ეხება ზოგადად ომის თემატიკას, ომი საშინელებაა, მოაქვს ნგრევა, სიკვდილი და ბევრი სხვა უბედურება, თუმცა ყველაზე დიდი საშინელება ომის შედეგად პიროვნებების ადამიანური სახის დაკარგვაა… 2006 წელს აღნიშნული ფილმით მონაწილეობა მივიღე ალმატის საერთაშორისო კინოფესტივალზე „შაკენის ვარსკვლავები 2006“, ფილმი დაჯილდოვებული იქნა ჟიურის სპეციალური პრიზით. იმავე წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოეწყო არასაკონკურსო ჩვენება, 2007 წელს ფილმი მიწვეული იქნა გრანადის ახალგაზრდა კინორეჟისორთა საერთაშორისო ფესტივალზე ესპანეთში, სადაც მედიისა და პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა…

1.არჩილ ვერძაძე - „ზღვარი“   2.ავთო ჟღენტი - „ფუჭი ვაზნა“   3.მანანა ბერიძე - „ჩრდილი“

2. ავთო ჟღენტი, „ფუჭი ვაზნა“, 18 წუთი, 2007.
მსახიობები: ნიკა ტუღუში, გელა კვირკვია, ზურა ქავთარაძე, ბიძინა მიქაუტაძე

1.არჩილ ვერძაძე - „ზღვარი“   2.ავთო ჟღენტი - „ფუჭი ვაზნა“   3.მანანა ბერიძე - „ჩრდილი“

3. მანანა ბერიძე – „ჩრდილი“, 23 წუთი, 2011.
ფილმი აგებულია ნამდვილ ფაქტებზე დაყრდნობით. საინტერესო იყო ფილმზე მუშაობა, რადგანაც თემა იყო რეალური ამბიდან აღებული, და აქედან გამომდინარე, მეტად საპასუხისმგებლო. მე არ მქონდა უფლება ზერელედ მოვპყრობოდი ამ მასალას. ამაში ხელი შემიწყო ყველამ, ჩემმა გადამღებმა ჯგუფმა, მსახიობებმა… მაგრამ, შეიძლება ითქვას, ეს მაინც არ არის ის, რაც მინდოდა, თუმცა, ასე თუ ისე, ფილმი შედგა და მაყურებლისთვის გასაგებია. მართალია ეს პირველი ცდა იყო და გარკვეული ხარვეზები ახლდა, მაგრამ მომავალში ვეცდები გავაუმჯობესო და გამოვასწორო ის ხარვეზები რაც ამ ფილმშია.

1.არჩილ ვერძაძე - „ზღვარი“   2.ავთო ჟღენტი - „ფუჭი ვაზნა“   3.მანანა ბერიძე - „ჩრდილი“

პრესკაფე