სიუჟეტი – ეკომიგრანტები აჭარაში

posted in: რეპორტაჟი | 0

2010 წლის მოსაცემებით საქართველოში სულ 35 000 ეკომიგრანტია. ეს რიცხვი თანდათანობით იზრდება;ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ეკომიგრანტების რიცხვი მატულობს. მაღალმთიან რეგიონებში ზვავის, მიწისძვრისა და სხვა გეოლოგიური პრობლემების გამო ბევრი სახლი დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. ამიტომ სოფლები მოსახლეობისგან ნელნელა იცლება. მთავრობა მათ თავშესაფარს სხვა რეგიონებში სთავაზობს. მოსახლეობის ნაწილი შემოთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი უარს აცხადებს საკარ-მიდამოს დატოვებაზე და კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს.

3 თვის წინ წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტები უკან, აჭარაში დაბრუნდნენ. მათი თქმით, წალკაში დაბრუნებულმა ბერძნებმა სახლების დაცლა აიძულეს. ეკომიგრანტების ნაწილმა, თავი დროებით ბავშთა სახლის ყოფილ შენობას შეაფარა, ნაწილი კი დღემდე კარვებში ან ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს. მათი მოთხოვნა წალკაში დაბრუნება ან აჭარაში დროებითი საცხოვრებელით დაკმაყოფილებაა.

2010 წლის მოსაცემებით საქართველოში სულ 35 000 ეკომიგრანტია. ეს რიცხვი თანდათანობით იზრდება;

სიუჟეტი მომზადებულია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;

სიუჟეტი - ეკომიგრანტები აჭარაში