უმაღლესი საბჭო და ჟურნალისტები

posted in: რეპორტაჟი | 0

შეხვედრაზე იმსჯელეს თამუნა თაბუკაშვილისა და უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომლის კობა ადეიშვილის მიერ, 10 სექტემბერს სოციალურ ქსელ facebook-ში გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტ ნანა კვაჭაძის მიმართ გამოთქმულ უცენზურო და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. ეს კომენტარები მოჰყვა „ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიას თემაზე: ვინ იზეიმა „ბათუმობა“ 240 ათას ლარადავტორები: თამთა კახაბერიძე, ნინო ბერიძე

„ბოლომდე იმიტომ არ ვიგინები, რომ ამ ჯგუფის წევრებს ვცემ პატივს, ისე, რომ იცოდნენ, პირდაპირი სიტყვებით ვაგინებ წერტილების ნაცვლად“, „დაინტერესდებიან ახლა ამ პროვოკაციით „საიები“, „მაიები“ და ყბედებით სავსე არასამთავრობო ორგანიზაციები, იდიოტთა ბანდა…. ნანა კვაჭაძის დასამტკიცებელი, რომ გახდება საქართველოში ცხოვრების წესი, იმ საქართველოს ხილვაც არ მინდა, არა თუ საჯარო მოხელეობა!“ – ეს იმ ციტატების ნაწილია, რომლებიც დღეს ჟურნალისტებმა წაიკითხეს ბათუმის პრესკაფეში გამართულ შეხვედრაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან ერთად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც იყვნენ მოწვეულნი. შეხვედრაზე იმსჯელეს თამუნა თაბუკაშვილისა და უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომლის კობა ადეიშვილის მიერ, 10 სექტემბერს სოციალურ ქსელ facebook-ში გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტ ნანა კვაჭაძის მიმართ გამოთქმულ უცენზურო და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. ეს კომენტარები მოჰყვა „ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიას თემაზე: ვინ იზეიმა „ბათუმობა“ 240 ათას ლარად
ვიდეო მომზადებულია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;