დისკუსია: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო

posted in: დისკუსია | 0

2013 წლის 21 სექტემბერს , 13:30 საათზე პრესკაფეში გაიმართა დისკუსია
თემაზე – რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო.2013 წლის 21 სექტემბერს , 13:30 საათზე პრესკაფეში გაიმართა დისკუსია
თემაზე – რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო.
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყვნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დისკუსიას ასევე დაესწრო 16 კავკასიელი ჟურნალისტი (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან), რომლებიც აჭარაში ექსპედიციაზე იმყოფებოდნენ. ჟურნალისტური ექსპედიციის მიზანი იმ მიზეზების გარკვევა იყო, რომელიც საქართველოში რელიგიური ნიადაგის საფუძველზეშექმნილი დაძაბულობის უკან დგას.
დისკუსიას მოდერაცია გაუწია კონფლიქტოლოგმა, მარგარიტა ახვლედიანმა.
დისკუსიის ბოლოს სტუმრებს საშუალება ჰქნონდათ ენახათ \”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ მოხალისე სტუდენტების მიერ მომზადებული სიუჟეტი – ,, რელიგია , საზოგადოება და სახელმწიფო’’
დისკუსია გაიმართა ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე სინქრონული ქართული თარგმანით.

21. 09.2013. სადისკუსიო დრო : 13:30-15:00 ; მისამართი: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1.2
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ასლან ჭანიძეს – 593 307155 ( თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თვმჯდომარე)
ნათია როყვა – 591 006958 ( მედია კოორდინატორი )