ქალაქ ბათუმის მერიის სტუდენტთა დასაქმების პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები

posted in: დისკუსია | 0

20 სექტემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პრესკაფეში გამართა სტუდენტური დისკუსია. დისკუსიის თემა: „ქალაქ ბათუმის მერიის სტუდენტთა დასაქმების პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები“. 20 სექტემბერს,  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პრესკაფეში გამართა სტუდენტური დისკუსია. დისკუსიის თემა: „ქალაქ ბათუმის მერიის სტუდენტთა დასაქმების პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები“.
მომხსენებლები:
1. თამთა ჭანიშვილი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საზღვაო გადაზიდვების, ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის სტუდენტი;
2. თამარ ყიფიანი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტი.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის ახლანდელმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა, აჭარაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმამოადგენლებმა, ბათუმში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სტუდენტებმა.
დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით